თბილისის ერთ-ერთი ბრასერია თბილისობა 2018-ის აღსანიშნავად ეპატიჟება საზოგადოებას. როგორც მათი „ფეისბუქის“ გვერდზე წერია, საუკეთესო ქალაქური ტრადიციების თანახმად, სტუმრებს ელით მწვადი (და არა მარტო) ღვინო, არღანი, ყურძნის წურვა, ქართულ სიმღერას შეასრულებს ანსამბლი ‘ივერონი’, საღამოს კიდააგვირგვინებენ მოცეკვავეები ცეცხლოვანი ქართული ცეკვებით!
სად მოკრეფენ ყურძენს და რატომ ჰქვია მათ ღონისძიებას „რთველი ვაკეში“, ამას ალბათ, მისული სტუმრები ნახავენ.