LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თბილისობასთან” დაკავშირებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტი დროებით შეიცვალა

60

“თბილისობის” დღესასწაულის გამო, ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტი დროებით შეიცვალა. ამის შესახებ თბილისის მერია იუწყება.

სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია ევროპის მოედანსა და მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ბარათაშვილის ხიდზე ამსვლელ პანდუსზე.

ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ ტრანსპორტი გადაადგილდება კოტე აფხაზისა და თავისუფლების მოედნის გავლით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები