„თბილისობა მართლაც სახალხო დღესასწაულია,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძე „თბილისობის“ დღესასწაულს განახლებული აღმაშენებლის გამზირზე ხვდება და მოსახლეობას „თბილისობას“ ულოცავს.
„მინდა, თბილისელებს დღევანდელი დღე მივულოცო. თბილისობა მართლაც სახალხო დღესასწაულია. კარგია, რომ ამინდიც გამოვიდა და მინდა, პირველ რიგში, ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო. დღეგრძელობა ბედნიერება და ყოველივე საუკეთესო,“ – დასძინა კალაძემ.