LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისისთვის ელექტროავტობუსების შესყიდვა უკვე დაწყებულია [ვიდეო]

180
20190508_113158.00_00_03_18.Still001

თბილისის მერმა კახა კალაძემ “ფორტუნასთან” განაცხადა, რომ დედაქალაქისთვის ელექტროავტობუსების შესყიდვის პროცესი უკვე დაწყებულია.

მისივე განცხადებით, ავტობუსების ქალაქში შემოყვანა მომდევნო წელს დაიწყება, თუმცა მანამდე მერია კონსულტაციებს ექსპერტებთან გაივლის.

“შესყიდვები უკვე დაწყებულია და წელს განხორციელდება. მომავალი წლიდან უკვე დავიწყებთ შემოყვანას. რადგან ეს სიახლეა ჩვენთვის, სპეციფიკაცია, დეტალები, გვინდა, რომ უცხოელ კონსულტანტებთან ერთად გავიაროთ, რომ რაიმე შეცდომა არ დავუშვათ”, – განაცხადა მან “ფორტუნასთან.”

 

 

2020 წლისთვის დაანონსებულია, რომ ქალაქში 200-მდე ელექტოავტომობილი შემოვა.  18-მეტრიანი ელექტროავტობუსები სპეციალურ სწრაფი გადაადგილების დერეფნებში იმოძრავებენ. ავტობუსების ჩანაცვლების პროექტი უკვე დაწყებულია – მერია მთლიანობაში 750 ერთეული ავტობუსს შეიძენს, რომელიც არსებულ ძველ ავტობუსებს მთლიანად ჩაანაცვლებს და მათ რაოდენობას 200 ერთეულით გაზრდის.

გუშინ, კალაძემ თბილისის მოსახლეობას ახალი, MAN-ის მარკის, 10-მეტრიანი მუნიციპალური ავტობუსები წარუდგინა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები