LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ზოგიერთ უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

149
ელექტროენერგია

გადაუდებელი სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს, 10 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ვასო აბაშიძის, ლადო ასათიანისა და თაბუკაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, გორდის, კლდეკარის, ლაითურის, ლამისყანის, სუვოროვის, ხერთვისის, ცოტნე დადიანის, წერონისისა და დავით იოსელიანის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონისა (ნაწილობრივ) და ხერგიანის ქუჩის მოსახლეობას. 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.