LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის ათვისება ინვესტორებს უკვე შეუძლიათ

73

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის განვითარების გეგმა მზადაა და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ტერიტორია აითვისონ და მშენებლობები დაიწყონ.

როგორც „ფორტუნას“  თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა დიმიტრი მოსულიშვილმა განუცხადა,  გეგმის მომზადებამ  შესაძლებელი გახადა ფორმირებულ ნაკვეთებზე გაკეთებულიყო ქუჩებისა და კომუნიკაციების სისტემა , რაც ტერიტორიის ათვისებისთვის აუცილებელი პირობაა.

ამასთან, როგორც მოსულიშვილმა განაცხადა, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა აქტიურ ფაზაშია. მზადდება ჩარჩო-გეგმები, რათა ტერიტორიები თბილისში ორგანიზაებულად განვითარდეს.

დიმიტრი მოსულიშვილმა დღეს დედაქალაქის მერიაში არქიტექტურის სამსახურის მიერ განხორციელებული სამუშაოებისა და დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები