7 იანვარს, შობის ღამეს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე 7 იანვარს მომხდარ დაჭრის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის სხეულის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. პატრულ-ინსპექტორი საავადმყოფოში მკურნალობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით, სტაბილურია.
მომხდარ ფაქტზე სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში ატარებენ ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს“- განაცხადეს შსს-ში.
პატრულ-ინსპექტორი საავადმყოფოში მკურნალობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით, სტაბილურია.