LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

129
Capture

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სამივე ახალი ინფიცირებული თბილისის ზღვის ჰოსპიტალის პაციენტია.

გავრცელებული ინფორმაციით, მათგან ერთ-ერთი დადასტურებულად ინფიცირებულთან კონტაქტი, ხოლო ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

კლინიკაში აცხადებენ, რომ დღის განმავლობაში სხვა პაციენტების ტესტირების პასუხებსაც ელოდებიან.

ჰოსპიტალში 17:00 საათზე პრესკონფერენციაა ჩანიშნული, სადაც ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით კომენტარს გააკეთებენ.