თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა და სალარო აპარატი გაიტაცა.
ჩვენი ინფორმაციით, თავდამსხმელები შეიარაღებულები იყვნენ ცეცხლსასროლი იარაღით. მათ განახორციელეს გასროლა, რის შედეგადაც ფანჯარა დაზიანდა, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებიდან წაღებულია თანხა.
“ფორტუნას” ყაჩაღობის ფაქტი დაუდასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილით ყაჩაღობის ფაქტზე.