LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლელობა – დაკავებულია ემზარ კვიციანის ძმისშვილი

2393
SEYHWYH

თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა მამაკაცის, ნოდარ ცხადაძის მკვლელობის საქმეზე ბექა კვიციანი დააკავეს. გამოძიება ემზარ კვიციანის ძმიშვილს განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბექა კვიციანს  7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ემზარ კვიციანი ,,ფორმულასთან” საუბრისას ამბობს, რომ ძმისშვილი პოლიციას თავად ჩააბარა. დეპუტატის თქმით, ბექა კვიციანი ქუჩაში თავად იპოვა და ამის შემდეგ, ერთ-ერთ მაღალჩინოსანს მიუყვანა. მისივე თქმით, ბექა კვიციანს მომხდარი არ ახსოვს და არ იცის, რა მოხდა.

თბილისის ზღვაზე მოკლული 36 წლის მამაკაცი ემზარ კვიციანის ძმისშვილის მეგობარია, ბექა კვიციანს კი მეორე დღეა ეძებენ

ემზად კვიციანი აცხადებს, რომ მოკლული ნოდარ ცხადაძე ბოლოს სწორედ მისმა ძმისშვილმა ნახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბექა კვიციანმა თბილისის ზღვის შემოვლითი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ნოდარ ცხადაძეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.მიყენებული ჭრილობების შედეგად, ცხადაძე ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები