თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, წყლიდან ამოყვანის შემდეგ კაცს დახმარება გაეწია, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
არსებული ინფორმაციით, კაცი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო.
„ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.