LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის შემოვლით გზაზე, ელექტრომობილის სწრაფი დამტენი დამონტაჟდა

130

საქართველოში ელექტრომობილის პირველი სწრაფი დამტენი, თბილისის შემოვლით გზაზე დამონტაჟდა.

ურბნისში, SOCAR Georgia Petroleum-ის ტერიტორიაზე დამონტაჟებული დამტენის სიმძლავრე 50კვტ-ია.

დამტენი აღჭურვილია ორი სტანდარტის დამტენი კაბელით: CHAdeMO და CCS.

მისით ერთდროულად შესაძლებელია 2 ელექტრომობილის დამუხტვა, თუ აღნიშნულ ელეტქრომობილებს განსხვავებული დამუხტვის პროტოკოლი აქვს.

თუ რა დრო დასჭირდება თქვენს ელექტრომობილს დასამუხტად, შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე.

ეს საქართველოში დამონტაჟებული რიგით 30-ე დამტენია. წინა დამტენები, სწრაფი რეჟიმის არ იყო და ისინი ძირითადად თბილისშია განლაგებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები