LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის შემოსავლელი გზის მე-15 კილომეტრზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდა

562
153267826_5005385052868889_8610436486492646418_o-e1614065351637

თბილისის შემოსავლელი გზის მე-15 კილომეტრზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდა.

ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„ძლიერი ქარის და ნამქერების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის მე-15 კილომეტრზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები