LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მუშაობის ინტენსიურ რეჟიმზე გადავიდა

50

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მუნიციპალურ ტრანსპორტში (მეტრო, ავტობუსი) მგზავრთა გაზრდილი ნაკადის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, 14 სექტემბრიდან თბილისის სატრანსპორტო კომპანია მუშაობის ინტენსიურ რეჟიმზე გადავიდა.

კერძოდ, გაიზარდა თბილისის მეტრში მოძრავი შემადგენლობების რაოდენობა – პირველ ხაზზე დაემატა 6 ოთხვაგონიანი და საბურთალოს ხაზზე 2 სამვაგონიანი შემადგენლობა. ასევე 75 ერთეულით გაიზარდა ქალაქში მოძრავი ავტობუსების რაოდენობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები