LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საქალაქო სასამართლო გეგა გეგეშიძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს

გეგა გეგეშიძე

თბილისის საქალაქო სასამართლო ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს.

პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000- ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.

გეგეშიძეს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.