LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი უცხოეთში მოღვაწე ექიმებს მადლობას უხდის: ,,დიდ საქმეს აკეთებენ რჩევებით…”

495
zurab-vadachkoria-enwss

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია ,,იმედზე” ოთარ ტატიშვილს ჩაერთო და საზღვრებს გარეთ მოღვაწე ქართველ ექიმებზე საკუთარი მოსაზრება გააცნო ტელემაყურებელს. ის აღნიშნავს, რომ აშშ-სა და ევროპის წამყვანი კლინიკების ქართველ ექიმებთან აქტიურად თანამშრომლობენ.

,,მივმართავ ჩვენს კოლეგებს, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს, რომელთა მხრებზე დგას ჩვენი უნივერსიტეტი. განსაკუთრებულ პატივისცემას გამოვუხატავ საზღვარგარეთ მოღვაწე ჩვენს კურსდამთავრებულებს. მათი რჩევები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ვიცი, რომ გარკვეული დაძაბულობა შეიქმნა რამდენიმე დღის წინ და მოვუწოდებ ყველა ჩვენს პროფესორს, ითანამშრომლონ ჩვენს კურსდამთავრებულებთან.

ისინი დიდ საქმეს აკეთებენ თავიანთი რჩევებით. ისინი რეალურ საქმეს აკეთებენ ჩვენი პროფესორების, ექიმებისა და სტუდენტების სტაჟირებისთვის – ავსტრიაში, ირმა კვიცარიძე, გერმანიაში – გიორგი გრიგოლია, არჩილ უნდილაშვილი აშშ-ში, ზურაბ გურული, რომელიც ჩვენი მოწვეული პროფესორია და ძალიან აქტიურად თანამშრომლობს ჩვენს ამერიკულ პროგრამასთან, ჩვენი ახალგაზრდა კოლეგა აშშ-დან, ჩვენი კურსდამთავრებული, ბექა ბახტაძე. რა თქმა უნდა, უნდა შეიქმნას პლატფორმა სასაუბროდ და ეს უნდა გასცდეს სოციალურ ქსელებსაც და ტელევიზიასაც. მათ ერთმანეთთან უნდა ისაუბრონ სამედიცინო ენაზე. დიდი მადლობა ყველას, მათ შორის ჩვენს კურსამთავრებულებსაც, რომლებიც ასე აქტიურად იბრძვიან ჩვენი უხილავი მტერის წინააღმდეგ”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები