თბილისის საკრებულოში დღეს ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის თბილისის ცენტრში მიწის 2 ნაკვეთის 1 ლარად გადაცემასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.
ამ საკითხის მიღებას ოპოზიცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება. უკვე დაანონსებულია, რომ სხდომას ოპოზიციური პარტიების თბილისის მერობის კანდიდატები დაესწრებიან.
სხდომა 16:00 საათზეა დანიშნული.