LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საკრებულოს შენობის წინ არსებული პარკინგი გაუქმდება

68

დედაქალაქში თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოს შენობის წინ პარკინგი გაუქმდება – ინფორმაციას ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულო ავრცელებს, რომელმაც აღნიშნული ინიციატივით მერიას მიმართა.

საპარკინგე ადგილები საკრებულოს ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის გამოიყენებოდა და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, მოძრაობის შეფერხებას იწვევდა.

გარდა ამისა, ავტოსადგომი საკრებულოს ისტორიული შენობისა და თავად მოედნის ესთეტიურ სახეს ლახავდა.

“დარწმუნებული ვარ, თბილისელები აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმებიან,“ – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები