თბილისის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა და თბილისის მერის კახა კალაძის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა.
2024 წლის თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მოცულობა 1 763 354 000 ლარით განისაზღვრა, რაც 2023 წლის ბიუჯეტთან შედარებით 131 მლნ ლარით მეტია.
2024 წლის ბიუჯეტით ასიგნებები შემდეგ პრიორიტეტებზე მიიმართება:
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა; ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება/ჩანაცვლება; ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; განათლება; კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.