LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საკრებულო დედაქალაქის გენგეგმაზე მუშობას ოფიციალურად იწყებს

102

თბილისის საკრებულო დედაქალაქის გენგეგმაზე მუშაობას დღეიდან, 5 ივლისიდან ოფიციალურად დაიწყებს. ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ პრესკონფერენციაზე თქვა.

ტყემალაძის თქმით, საკრებულოში გენგეგმის შეჯერებული ვარიანტი შევიდა განსახილველად, რომელშიც მაქსიმალურად არის აღმოფხვრილი ის ხარვეზები, რომელთა შესახებაც საუბარი იყო.

“გენგეგმა ინარჩუნებს თავის მთავარს – მწვანე, კომპაქტური, შეკავშირებული ქალაქის – კონცეფციას, რომელსაც დაემატა მედეგობის კომპონენტი. დოკუმენტში დაზუსტდა გენგეგმის განხორციელების გზები, ინსტრუმენტები, კვლევების და სტრატეგიული მომართულებების დაგეგმვის ეტაპები,” – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ 4 ივლისს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. კალაძის განცხადებით, თბილისის მუნიციპალიტეტმა და “სითი ინსტიტუტმა” დაასრულეს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა. მისი თქმით, დოკუმენტი საკრებულოში შემდგომი განხილვებისთვის გადაიგზავნება.

თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტზე მუშაობა, რომელიც 2030 წლამდეა გაწერილი, 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო. დოკუმენტი თბილისის მერიას 3 იანვარს ჩაჰბარდა, თუმცა მერიას გარკვეული შენიშვნები ჰქონდა და გენგეგმა უკან დააბრუნა. საბოლოოდ “სითი ინსტიტუტმა საქართველომ” გენგეგმის გამოსწორებული ვარიანტი მერიას მაისის ბოლოსკენ გადაუგზავნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები