LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების მოწოდება

62
f tsrut

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა თვითმმართველობა და სტუდენტთა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობები საქართველოში საინფორმაციო კამპანიას #აიცერი უსაფრთხო გარემოსთვის იწყებენ.

“აღნიშნული კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია საინფორმაციო ბროშურების გავრცელება, საჯარო შეხვედრების ჩატარება. კამპანიაში ჩაერთვებიან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, რეზიდენტები, მკვლევარები, აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები კამპანიაში #აიცერი უსაფრთხო გარემოსთვის მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების 40%-ზე მეტი უკვე ვაქცინირებულია; ისინი კოვიდ-პანდემიის დაწყებიდან დღემდე აქტიურად არიან ჩართულნი კოვიდ-კლინიკების, კოვიდ-სასტუმროებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ქოლცენტრების მუშაობაში.

ჩვენი, სამედიცინო სფეროს ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენლების, მოქალაქეობრივი და პროფესიული ვალდებულებაა უსაფრთხო გარემოს შექმნის ხელშეწყობა და დღეს ეს გზა ვაქცინაციაზე გადის

#აიცერი უსაფრთხო გარემოსთვის
#ჩაერთე 2021 წლის ივლისსა და აგვისტოში მასობრივი ვაქცინაციის კამპანიაში
#ვაქცინა გვიცავს

თსსუ-ის სტუდენტთა თვითმმართველობა
ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის საქართველოს წარმომადგენლობა
ევროპის ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაციის საქართველოს წარმომადგენლობა
ევროპის სტომატოლოგ სტუდენტთა ასოციაციის საქართველოს წარმომადგენლობა
მსოფლიო მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის საქართველოს წარმომადგენლობა”.