თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“COVID-19-თან ბრძოლის ამ ურთულეს პერიოდში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) სოციალური პასუხისმგებლობა განუზომლად დიდია.
თსსუ – უმაღლესი სამედიცინო განათლების ძირითადი კერა საქართველოში და მისი თანამშრომლები, სტუდენტები პანდემიის დაწყების დღიდან აქტიურად არიან ჩართული უხილავ მტერთან ბრძოლაში.
დღეს, როცა პანდემიის დასრულების გზა ვაქცინაციაზე გადის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა, მისი უპირველესი მოვალეობა – შეექმნა უსაფრთხო ეპიდემიოლოგიური გარემო 8000-მდე სტუდენტისთვის – დიდი წარმატებით შეასრულა:
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური, ადმინისტრაციული, დამხმარე პერსონალის და მოწვეული მასწავლებლების სრული შემადგენლობა სავსებით აკმაყოფილებს სწავლების არადისტანციურ რეჟიმში განხორციელებისათვის საჭირო სამი სავალდებულო პირობიდან ერთ-ერთს:
– სრულად ვაქცინირებულია;
– ახალი კორონავირუსის (COVID-19) ლაბორატორიულად დადასტურებიდან ორი კვირის შემდეგ არ არის გასული 6 თვეზე მეტი;;
– თსსუ-ის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში კვირაში ერთხელ უზრუნველყოფს PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენას.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი – უსაფრთხო უნივერსიტეტი!”