LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

27 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში მარიო ბიონდის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

377
მარიო-ბიონდი

„თაგის არტი – მსოფლიო კულტურული ინტეგრაცია“, დაარსებიდან ოც წელს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში კომპანია მუდმივად ახლის ძიებაშია, რათა შეძლოს მსოფლიო ნოვატორული სახელოვნებო პროექტების განხორციელება, ახალგაზრდა თაობისთვის მუსიკალური და საშემსრულებლო ხელოვნების კარიერის გაფართოების შესაძლებლობის მიცემა და ქართველი ნიჭიერი შემსრულებლების საერთაშორისო არენაზე წარმოჩენა.

საიუბილეო თარიღის აღსანიშნად, მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში, ჩარტების ლიდერი იტალიელი ვოკალისტის,  სოულისა და პოპის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებლის, მარიო ბიონდის შემოქმედებითი საღამო გაიმართება. მუსიკოსის წლევანდელი საგასტროლო ტურნე საკმაოდ დატვირთულია. საამაყოა, რომ ევროპის 5 წამყვანი ქვეყნის 23 ქალაქს ჩვენი დედაქალაქიც შეემატა. თბილისში  მარიო ბიონდის  გასტროლი, საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოსა და „თაგის არტის“  თანაპარტნიორობით ხორციელდება.   მარიო ბიონდი პირველად საქართველოში 2014 წელს „შავი ზღვის ჯაზფესტივალზე“ იყო მოწვეული.

27 ოქტომბერს ბიონდი უახლესი ალბომით „Crooning undercover” წარსდგება პუბლიკის წინაშე. ეს კონცერტი საქართველოს და საერთაშორისო მუსიკალური საზოგადოებისთვის გამორჩეული იქნება ფრიად საინტერესო კუთხით, კერძოდ მარიო ბიონდი ქართველ  საოპერო მომღერალთან, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატთან  და  პრესტიჟული საოპერო ფესტივალების მოწვეულ სოლისტთან,  სოფიო გორდელაძესთან ერთად შეასრულებს ლეგენდარული ამერიკელი ოსკაროსანი კომპოზიტორის ბერტ ბაკარაკის (Burt Bacharach) სიმღერას COME I OGNI ORA (კომე ი ონი ორა). 

შემოქმედებითი ორგანიზაცია „თაგის არტი – მსოფლიო კულტურული ინტეგრაცია“, 2001 წელს დაარსდა. მისი თაოსნობით საქართველო გაიცნო არაერთმა დიდებულმა მუსიკოს-შემსრულებელმა დასაერთაშორისო აღიარების საბალეტო დასებმა. მათ შორის აღსანიშნავია სეზარია ევორას, არტურო სანდოვალის, რიშარ გალიანოს, ხოაკინ კორტესის ფლამენკოს დასის, ჰირომი უეჰარას, ფრანგული ელექტრო-ტანგოს ჯგუფ „გოტან პროჯექტის“,  პაოლო ფრეზუს ტრიოს,  იამანდუ კოსტას, ვინსენტ პეირანის, „სიმფონიური ისტვუდის“, ჰამილტონ დე ჰოლანდას ტრიოს, ეიფმანის სანკ-პეტერბურგის საბალეტო თეატრის და მრავალი სხვა მნიშვნელოვანი ხელოვანის  გასტროლი.  2016 წელს “თაგის არტის“ აფუძნებს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „თბილისი რიტმს“, რომელიც საზოგადოებაში ნდობას  უმალ პოულობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები