LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის რკინიგზის სადგური ქუთაისის აეროპორტს დაუკავშირდება

28

თბილისის რკინიგზის სადგურიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის მიმართულებით, მატარებლით, პირდაპირი რეგულარული რეისები განხორციელდება.

ამის შესახებ “ფორტუნას” საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ აცნობა.

 

 Deutsche bahn–ის კვლევით, პროექტი წარმატებული იქნება

 

ცაგურიას თქმით, პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლების შედეგები, რომელიც ”დოიჩე ბანმა”(Deutsche bahn) შეადგინა დადებითია.

ამ პროექტის განხორციელების შემდეგ, თბილისის რკინიგზის სადგურიდან ქუთაისის აეროპორტამდე მგზავრებს სხვა სატრანსპორტო საშუალებაში გადასხდომა აღარ დასჭირდებათ.

“ჯერ კონკრეტული დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა მთავარია რომ ამ პროექტის გაკეთება გადაწყდა. ქუთაისის აეროპორტი რკინიგზას დაუკავშირდება და კვლევის მიხედვით ეს წამგებიანი პროექტი არ იქნება. ეხლა მიმდინარეობს მუშაობა თუ რა და როგორ უნდა გაკეთდეს. ჯერ ხარჯებიც არ არის დათვლილი”, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც თბილისიდან 200 კილომეტრში მდებარეობს და საკვანძო მნიშვნელობა აქვს, ხელახლა 2012 წელს აშენდა და რეგიონში ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტია, რომელიც მომხმარებლებს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მომსახურებას სთავაზობს.

აეროპორტს 2,500 მეტრი სიგრძის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი გააჩნია და ერთდროულად  ერთდროულად 600 მგზავრის მომსახურება შეუძლია.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები