LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის რიგით მე-19 ჯაზ-ფესტივალი იწყება

94

10-13 ნოემბერს, მთავრობის მიერ ინიცირებული მასშტაბური პროექტის Check in „Georgia” ფარგლებში,  თბილისის რიგით მე-19 ჯაზ-ფესტივალი გაიმართება. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით,  ტრადიციულად, თბილისის საკონცერტო დარბაზი მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსების კონცერტებს უმასპინძლებს.

10 ნოემბერს, თბილისის ჯაზ-ფესტივალს ლეგენდარული ბრიტანელი ჯაზ შემსრულებელი ჯეიმი კალუმი გახსნის. მორიგ საკონცერტო დღეს, ქართველი მელომანების წინაშე ვარსკვლავურ ტრიოსთან ერთად გრემის მფლობელი მესაყვირე, მულტიინსტრუმენტალისტი, კომპოზიტორი ნიკოლას პეიტონი წარდგება. წლევანდელი ჯაზ-ფესტივალის 4 დღიანი საკონცერტო პროგრამის მონაწილეა ასევე, ცნობილი ჰოლანდილი საქსოფონისტი ქენდი დალფერი, რომელიც საქართველოს ევროპული ტურნეს ფარგლებში ეწვევა. 13 ნოემბერს კი, თბილისის რიგით მე-19 ჯაზ-ფესტივალს მსოფლიოს საუკეთესო ჯაზ-ვოკალისტის გრეგორი პორტერის კონცერტი დახურავს.

ფესტივალის პროგრამა:

10 ნოემბერი – 20:00 სთ – თბილისის საკონცერტო დარბაზი – JAMIE CULLUM

11 ნოემბერი 20:00 სთ – თბილისის ივენთ ჰოლი –NICHOLAS PAYTON TRIO

12 ნოემბერი- 20:00 სთ – თბილისის საკონცერტო დარბაზი – CANDY DULFER & BAND

13 ნოემბერი – 20:00 სთ – თბილისის საკონცერტო დარბაზი – GREGORY PORTER