LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის რიგით მე-18 ჯაზ-ფესტივალი გრძელდება

91

თბილისის რიგით მე-18 ჯაზ-ფესტივალი გრძელდება. როგორც “ინტერპრესნიუსს” კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს , დღეს, 20:00 საათზე, “თბილისის ივენთ ჰოლში” ქართველი მელომანების წინაშე საკონცერტო პროგრამით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო დრამერი ჯეფ ბალარდი და მისი ტრიო წარსდგება.

მე-18 ჯაზ-ფესტივალი 23 ოქტომბერს კანადელი მომღერლისა და პიანისტის დაიანა კროლის კონცერტით გაიხსნა. მომდევნო საკონცერტო დღეს მსმენელის წინაშე ჯაზის სუპერვარსკვლავი, ბასისტი და ვოკალისტი ესპერანცა სპალდინგი წარდგა.

თბილისის საკონცერტო დარბაზში 6-დღიანი საკონცერტო პროგრამის მონაწილეები ასევე არიან: ვირტუოზი არფისტი ედმარდ კასტანელა და ცნობილი მესაყვირე ავიშა კოენი. სასცენო მოღვაწეობის 25 წლის საიუბილეო ტურს თბილისში იწყებს და ჯაზ-ფესტივალს კონცერტით დაასრულებს ვარსკვლავური შემადგენლობის ლეგენდარული ჯგუფი “Fourplay”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები