LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

454

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური თბილისში ავლაბრის მოედნიდან ჯორჯ ბუშის ქუჩამდე მონაკვეთის გზის კაპიტალურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

შესაბამისად, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეიდან მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე, ირბახის ქუჩა გადაიკეტება, ხოლო წურწუმიას ქუჩაზე ავტომობილები ორ მხრივად გადაადგილდებიან.

პროექტი ითვალისწინებს ნ. ირბახის, ა.წურწუმიას, ავლიპ ზურაბიშვილის ქუჩების სრულ, ხოლო თელავის ქუჩის მონაკვეთის კაპიტალურ რეაბილიტაციას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები