LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის რამდენიმე ქუჩაზე დილიდან განსაკუთრებული საცობებია

129

თბილისის რამდენიმე ქუჩაზე დილიდან განსაკუთრებული საცობებია. მარშალ გელოვანის გამზირზე, გაგარინის ქუჩაზე და წერეთლის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებულია. გაგარინის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივია და მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს ორმხრივად.

“ფორტუნა” მოძრაობის შეფერხების მიზეზების გასარკვევად, თბილისის მერიას და საპატრულო პოლიციას დაუკავშირდა. მერიის განცხადებით, ისინი გზებზე სამუშაოებს არ აწარმოებენ, რასაც შეიძლება მოძრაობის შეფერხება გამოეწვია, საპატრულო პოლიციაში კი აცხადებენ, რომ მოძრაობის შეფერხების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და სავარაუდოდ ის პიკის საათს უკავშირდება.

როგორც “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში” აცხადებენ, გაგარინის მოედანზე მაგისტრალური ქსელი დაზიანდა, სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და შუადღის პირველი საათისთვის დასრულდება. წყალმომარაგება კი, 15:00 საათისთვის აღდგება.

კიდევ ერთი რთული დაზიანებაა წერეთლის გამზირზე, სადაც ასევე სამუშაოები მიმდინარეობს.

“აქ კიდევ უფრო რთული დაზიანებაა და დღის განმავლობაში გაგრძელდება სამუშაოები.  წყალმომარაგება 21:00 საათიდან აღდგება”- აცხადებენ GWP-ში.

მოძრაობის შეფერხების თაობაზე GWP-ში რაიმე ინფორმაციას არ ფლობენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები