LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის რადიოქალაქის პროექტი თემურ უგულავამ იყიდა – ბიზნესმენმა 23 მლნ გადაიხადა

561
1545393209-001

უკვე ცნობილია კომპანია, რომელიც მუხიანში რადიოქალაქის პროექს განახორციელებს.  ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიის განვითარების პროექტი აუქციონზე 23 მლნ ლარად გაიყიდა.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტს კომპანია „ინდუსტრიული ქალაქი“ განახორციელებს.

„მუხიანში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიაზე გვინდა განვავითაროთ პროექტი, რომელიც გლდანის, მუხიანისა და თემქისთვის ერთგვარი ახალი მიზიდულობის ცენტრი იქნება. აღნიშნული პროექტი გატანილი გვქონდა აუქციონზე და გვყავს გამარჯვებული კომპანია – „ინდუსტრიული ქალაქი“, რომელმაც ტერიტორია 23 მილიონ ლარად იყიდა. უკვე გვაქვს კომპანია „კოლიერსის“ მიერ შემუშავებული კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, ამ კონკრეტულ ადგილზე უნდა მოეწყოს კვების ობიექტები, სავაჭრო სივრცეები, ღამის კლუბი, მულტიფუნქციური საკონცერტო, საგამოფენო, ფიტნეს და სხვა ტიპის სპორტული სივრცეები, საცურაო აუზი, სარეკრეაციო სივრცე, კინოთეატრები, გასართობი ცენტრი, მედიათეკა, მინი საბავშვო ქალაქი, მეცნიერებათა მუზეუმი, კულინარიის, სამუშაო-საწარმოო სივრცე და ა.შ. ძალიან საინტერესო პროექტია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

პროექტის მიხედვით, აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია, საკუთრებაში გადაცემულ უძრავ ქონებაზე განახორციელოს პროექტი თანდართული კონცეფციის შესაბამისად. კონცეფციაში ცვლილება დასაშვებია მხარეთა შეთანხმებით. დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ 8 მლნ დოლარის საინვესტიციო ვალდებულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 წლის ვადაში უნდა განახორციელოს.

რაც შეეხება თავად შპს “ინდუსტრიულ ქალაქს”, ის 2019 წლის 19 ივნისს არის რეგისტრირებული. კომპანიის 100%-იან წილს შპს “სითი ლოფტი” ფლობს, თავად “სითი ლოფტის” დამფუძნებელსა და 100%-იანი წილის მფლობელს კი “აჭარა ჯგუფის” დამფუძნებელი, ბიზნესმენი თემურ უგულავა წარმოადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები