დღეს, დღის ბოლოდან, თბილისის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თმით, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდება ყველა ქუჩა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებია განთავსებული, ასევე, მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიაც.
სადეზინფექციო სამუშაოები თბილისის ქუჩებში რამდენიმე დღე გაგრძელდება.
რა ჯდება დეზინფექცია, რომლის ჩატარებას ყველა კომპანიას ურჩევენ
“მოხდება უშუალოდ იმ ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები, სადაც არის გაჩერებები, მეტროს შესასვლელები. რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება ეს პროექტი. ამის შემდეგ უკვე ინდივიდუალურად დავიწყებთ უშუალოდ მხოლოდ გაჩერებების, მეტროს ჩასასვლელების სადეზინფექციო სამუშოებს. საზოგადეობრივი ტრანსპორტი ყოველდრიურ რეჟიმში მუშვდება სპეციალური ხსნარებით”, – ამბობს კალაძე.
მეუფე გრიგოლი დეზინფექციაზე: ხატს ვარდის წყალში დასველებული ჩვრით წმენდენ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 70-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 4055 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 პაციენტი რჩება.