LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ოპერაში „დონ კიხოტს“ წარმოადგენენ

95
dokihot

12 და 13 ივნისს, თბილისის ოპერაში ლუდვიგ მინკუსის „დონ კიხოტს“ წარმოადგენენ.

ბალეტი სამ მოქმედებად მარიუს პეტიპას, ალექსანდრე გორსკისა და ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიით არის დადგმული, თუმცა მისი ახალი რედაქცია ალექსეი ფადეეჩევსა და ნინო ანანიაშვილს ეკუთვნით.

სპექტაკლი გაიმართება აუდიო-ჩანაწერზე.

თეატრში მაყურებელი დაიშვება მხოლოდ პირბადით! თეატრში შესვლის წინ მაყურებელი ვალდებულია. გაიაროს თერმოსკრინინგი და დეზობარიერი, სადეზინფექციო ხსნარით დაიმუშაოს ხელი და განთავსდეს ბილეთზე მითითებულ ადგილზე! წარმოდგენები შესვენების გარეშე გაიმართება.

თეატრი დაგეგმილ ღონისძიებამდე 1 საათით ადრე გაიხსნება.

ბილეთები უკვე იყიდება tkt.ge-ზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები