LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ნაწილს ენერგომომარაგება შეეზღუდება

167
ელენერგია

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 6 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. „თელმიკოს“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მერვე ლეგიონის დასახლების, აეროდრომის დასახლების, ორხევის დასახლების, ახვლედიანის, მუხაძის, ჯავახეთის, სუხიშვილის, კუპრაძის, კოტეტიშვილის, 17 შინდისელი გმირის და კალოუბნის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიჭინაძის, ერმაკოვის, ფაღავას, სანაძის და ოზაანის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის, ჩაჩავას, ლუბლიანას, ბოცვაძის, ბალანჩინის, ბოხუას და დისევის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგლაძის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას და ჭიაურელის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის და ხერგიანის ქუჩის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის და ხეხილ-სანერგე მეურნეობის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის და ბროწეულის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მიქელაძის, ყიფშიძის და აბულაძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები