LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება

185
ელექტროენერგია

“თელასის” ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო, სამგორის, საბურთალოსა და გლდანის რაიონებში აბონენტების ნაწილს დღეს, 25 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

უბნების ჩამონათვალი:

სამგორის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა, თრიალეთის, ჯავახეთისა და კახნიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ჩხეიძის, ქავთარაძის, თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასმათის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონისა და მუხიანის აგარაკების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება