თბილისის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდა, განცხადებას „ყაზტრანსგაზ თბილისი“ ავრცელებს.
“11:00 საათზე გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა სანზონის რაიონში, ერწოს ქუჩა №3, №3ა, №4-1, №4-2, №4-3, №4-4, №6, გურამიშვილის გამზირი №34, ხევისუბნის ქუჩა №12-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის და კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს.
გაზის მიწოდება აღდგება 16:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის,” – აღნიშნავს კომპანია.