LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საღამოს საზეიმოდ განათდება

671
20181228151400

წინა წლების მსგავსად წელსაც, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე დაიდგა, მისი საზეიმოდ განათება კი დღეს, საღამოს რვა საათზე მოხდება. სწორედ დღეიდან იწყება საახალწლო პროგრამა. სადღესასწაულოდ მორთულ ქალაქში ბავშვები თოვლის ბაბუასთან და სხვადასხვა ზღაპრის გმირებთან შეხვედრას შეძლებენ. მოეწყობა მიუზიკლები, მუსიკალური შოუები, საახალწლო გამოფენა-გაყიდვები. ძირითადი ღონისძიებები პირველი რესპუბლიკისა და ორბელიანის მოედნებზეა დაგეგმილი.

მთავარი ნაძვის ხის ანთების გამო, გზის რამდენიმე მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება

ამასთან დაკავშირებით თბილისის მერია დაწვრილებით ინფორმაციას აქვეყნებს და მოსახლეობას დაგეგმილი აქტივობების გრაფიკს აცნობს.

“მთავარი საახალწლო ნაძვის ხის ანთებამდე, 25 დეკემბერს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ზღაპრული მატარებლით დროში ვიმოგზაურებთ. ყველასათვის საყვარელი საბავშვო ფილმების გმირებს ცნობილი არტისტები გააცოცხლებენ.

ტრადიციულად, 31 დეკემბერს, 23:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, გალა-კონცერტზე გეპატიჟებით, სადაც ყველასათვის საყვარელი სატელევიზიო მუსიკალური შოუ „ერთი-ერთში“ ღია ცის ქვეშ გადაინაცვლებს.

ახალი წლის პირველ საღამოს თბილისს მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკალური პროექტი MAX THE SAX ეწვევა და 21:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე წარდგება მსმენელის წინაშე.

საახალწლო ღონისძიებების დასკვნითი კონცერტი 13 იანვარს, 20:00 საათზე დაიწყება. საყვარელ მომღერლებთან ერთად აღვნიშნოთ ძველით ახალი წელი – სტეფანე, ნინო ქათამაძე, ლელა წურწუმია, ნატო მეტონიძე და სოფო ნიჟარაძე”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

 

 

2018 წლის ფოტოები

 

საახალწლო ღონისძიებების გრაფიკი კი ასე გამოიყურება:

  • პირველი რესპუბლიკის მოედანი   (25 დეკემბერი – 13 იანვარი)

მერიის ცნობით, თოვლის ბაბუა და მისი ასისტენტები სანტას ზღაპრულ ქალაქში გიმასპინძლებენ, სადაც მთელი დღის განმავლობაში, მრავალფეროვანი გასართობ-შემეცნებითი წარმოდგენები მოეწყობა: ჟონგლიორი ჯამბაზების და ილუზიონისტების წარმოდგენა, შოუ ქიმიური ელემენტებით, მრავალფეროვანი ვორქშოფები პატარებისთვის, სასულე ორკესტრის და დრამერების წარმოდგენები, ზღაპრების კითხვა, საბავშვო ფილმების ჩვენება და სხვა. (12:00 – 20:00 სთ.)

“5 და 10 იანვარს თბილისს პატარა უფლისწული გადაუფრენს. საჰაერო შოუები 20:00 საათზე დაიწყება;

მთელი დღის განმავლობაში გაიმართება საბავშვო აქტივობები, კონცეტრები, ზღაპრის გმირების წარმოდგენები და ნაძვის ხის ხელნაკეთი აქსესუარების ვორქშოფები;

საახალწლოდ, თბილისის საშობაო ბაზარი გააერთიანებს პროექტებს „დააგემოვნე თბილისის ქუჩებში“ და „თბილისური ბაზარი“.

  • ორბელიანის მოედანი (25 დეკემბერი – 13 იანვარი)

მერიის განცხადებით, ორბელიანის მოედანზე დაგხვდებათ ზღაპრულად განათებული ათონელის ქუჩა, ჩიჩილაკების ტყე და მანათობელი პლანეტა, თოვლის ბაბუის სახლი და ყინულის მოედანი;

“მთელი დღის განმავლობაში პატარებისთვის საბავშვო გასართობი პროგრამები გაიმართება;

საახალწლო გამოფენა-გაყიდვა, აგრო, ღვინის და სამეწარეო ბაზარი,

აქვე იქნება კვების ობიექტები, სახალხო კარაოკე და დიჯეების მუსიკალური წარმოდგენები;

ყოველ საღამოს პირველი რესპუბლიკის მოედანზე ქართული ესტრადის ვარსკვლავების და მუსიკალური ბენდების კონცერტები, ასევე, დიჯეების მუსიკალური წარმოდგენები გელით”.

25 დეკემბერი

  • 20:00            ნაძვისხის საზეიმო ანთება და მიუზიკლი
  • 21:00-23:00    Dj ბექა ელოშვილი third soul

26 დეკემბერი

  • 20:00-21:00     ბენდი “Evening Project„
  • 21:00-23:00     DJ ზურაბ ჭყონია (zurkin)

27 დეკემბერი

  • 20:00-21:00    ქართული ესტრადის ვარსკვლავები
  • 21:00 -23:00   DJ გიორგი ერიქაშვილი (ericsson

28 დეკემბერი

  • 20:00-21:00    ქართული ესტრადის ვარსკვლავები
  • 21:00-23:00    DJ სანდრო ხვედელიანი (khvedeliani

29 დეკემბერი

  • 20:00-21:00    ქართული ესტრადის ვარსკვლავები
  • 21:00-23:00    DJ ნიკა ჯაფარიძე (nika J)

30 დეკემბერი

  • 20:00-21:00    ქართული ესტრადის ვარსკვლავები
  • 21:00-23:00    DJ შოთიკო წვერავა (sumo)

31 დეკემბერი

  • 23:00    საახალწლო გალა-კონცერტი / მუსიკალური შოუ „ერთი-ერთში“

1 იანვარი

  • 21:00-22:00    MAX THE SAX  
  • 22:00-00:00    DJ ნიკა ჯანელიძე (skalitzer)

2 იანვარი

  • 20:00-21:00    დავით ილურიძის ბენდი
  • 21:00-23:00    DJ მიშო გოჩიტაშვილი

3 იანვარი

  • 20:00-21:00    ჯგუფი new one
  • 21:00-23:00    DJ სანდო ჯორბენაძე (dj sendnudes)

4 იანვარი

  • 19:40-20:00    საბა საფარელი (ქუჩის მუსიკოსი)
  • 20:00-21:00    ნოდარიკო ხუციშვილის ბენდი
  • 21:00-23:00    DJ კოტე ჯაფარიძე (kote japaridze)

5 იანვარი

  • 20:00-20:45    შოუ პატარა პრინცი
  • 20:45 -21:45   Goofy Land

6 იანვარი

  • 20:00-21:00    “The Quintessence” – საშობაო კონცერტი
  • 21:00-23:00    ლაშა მარგიანი (hatsvali)

7 იანვარი

  • 20:00-21:00    ქართული ესტრადის ვარსკვლავები და ჯგუფები
  • 21:00-23:00    DJ ნიკა კვაჭაძე

8 იანვარი

  • 20:00-21:00    ლუკა დგებუაძის ტრიო
  • 21:00-23:00    ია ტომაში და საბა აბრამიძე

9 იანვარი

  • 20:00-21:00    დავით ევგენიძე და ბენდი
  • 21:00-23:00    DJ ბექა ლორთქიფანიძე (baqi lordkipanidze)

10 იანვარი

  • 20:00-20:45    შოუ პატარა პრინცი
  • 20:45-21:45    რეზო და ბავშვები

11 იანვარი

  • 20:00-21:00    ბენდი “ნიუტონი”
  • 21:00-23:00    DJ ერეკლე თაბუკაშვილი (Tobacco twin)

12 იანვარი

  • 20:00-21:00    ქართული ფოლკის კონცერტი
  • 21:00-22:00    ბლუზ ფექტორი ლევან ჯავახიშვილი
  • 22:00-00:00    DJ თოკე ნიკოლაიშვილი (Toke)

13 იანვარი

  • 20:00-21:00    ქართული ესტრადის ვარსკვლავები და ბენდები
  • 21:00-23:00    DJ დიჯეი ოთო ფარულავა

აღსანიშნავია, რომ თბილისში საზეიმო ღონისძიებები ძველით ახალ წელს, 13 იანვარს დასრულდება.