LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მიწისზედა მეტროს პროექტი, რომლითაც 200 ათასამდე მგზავრს უნდა ესარგებლა – შეჩერდა

276
1510853165-moskva-metro-ligazakon-2019-09-25-09-56-51-866483-e1569405418110

თბილისის მიწისზედა მეტროს პროექტი ჯერჯერობით არ განხორციელდება. „ბიზნეს ფორმულას“ ინფორმაციით, მიზეზად პანდემიის ფონზე მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრთნაკადის შემცირება სახელდება. თბილისის მერიაში ამბობენ, რომ პროექტი სრულად არ გაჩერდება და მიწისზედა მეტრო მოგვიანებით აშენდება.

„ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დავასრულეთ. კვლევის შედეგად ძირითადი მონაცემები მივიღეთ, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილებების მიღება შესაძლებელია. გარკვეულ პერიოდში ეს პროექტი განსახორციელებელია და ამას მუნიციპალიტეტი გააკეთებს, იმ დანახარჯებისა და მოთხოვნის მიხედვით, რაც იმ კონკრეტულ მომენტში იქნება”,- აცხადებს თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე.

შეგახსენებთ, მიწისზედა მეტროს მშენებლობა 2019 წელს უნდა დაწყებულიყო და ექსპლუატაციაში მიმდინარე წელს შესულიყო. თბილისის მიწისზედა მეტროს პროექტით 200 ათასამდე მგზავრს უნდა ესარგებლა.

შესაძლოა, თბილისში აეროპორტისკენ მიმავალი მიწისზედა მეტროს პროექტი აღარ განხოციელდეს

დიდ დიღომში შესაძლოა მიწისზედა მეტროს ხაზი გაიყვანონ – მაია ბითაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები