თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე თოვს, ნალექის გამო შპს“ თბილსერვის ჯგუფი“ მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდა.
როგორც ორგანიზაციის “ფეისბუქის” გვერდზე აღნიშნული, გაწმინდეს გზები და დაყარეს ტექნიკური მარილი.
“თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის პირველი მოადგილის დავით დოლიძის განცხადებით ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და საჭიროების შემთხვევაში გზის გაწმენდითი სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.