LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მეტროსადგურები შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახდება

111

თბილისის ყველა მეტროსადგური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული გახდება. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ  განაცხადა.

როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, თბილისის მთავრობას აქვს მკაფიო პოზიცია, რომ დედაქალაქში მაქსიმალურად მოხდეს საჯარო სივრცეების ადაპტირება.

„ჩვენი პოზიციაა და დედაქალაქის მერი კახა კალაძეც ამაზე მუშაობს, რომ არა მარტო მეტროსადგურები, არამედ თბილისში ყველა სივრცე მაქსიმალურად იყოს ადაპტირებული“, – განმარტა გიორგი ტყემალაძემ. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები