LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მეტროს მოდერნიზაციისთვის EBRD 55.6 მლნ ევროს გამოყოფს

131
მეტრო-1

თბილისის მეტროს მოდერნიზაციისთვის საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან, დაახლოებით, 55.6 მლნ ევროს მიიღებს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის, ხელი მოეწერა შეთანხმებებს, რომელიც ითვალისწინებს თბილისის მეტროს მოდერნიზაციას.

“სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვიცე-პრეზიდენტმა პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში, მარკ ბოუმენმა, რომელიც საქართველოში კავკასიური ტურნეს ფარგლებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

დაახლოებით, 55.6 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მოხმარდება თბილისის მეტროს სადგურების რეაბილიტაციასა და მეტროს ესკალატორების განახლებას.

პროექტის განმახორციელებელი იქნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მეშვეობით.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვიცე-პრეზიდენტი პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში მარკ ბოუმენი საქართველოში იმყოფება აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ბანკის მმართველ დირექტორთან, მატეო პატრონესთან ერთად.
აღნიშნულ ვიზიტს 2022 წლის სექტემბერში წინ უძღვოდა EBRD-ის პრეზიდენტის ოდილ რენო-ბასოს შეხვედრები თბილისში.
ამჟამად, ვიზიტის მიზანია მომავალი პროექტების განხილვა, როგორც კერძო, ასევე, საჯარო სექტორში”, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები