თბილისის მეტროპოლიტენის მუშაობა დღეს მცირე ხნით შეფერხდა. მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ მგზავრებს არ უშვებდნენ.
სატრანსპორტო კომპანიაში განმარტავენ, რომ შეფერხების მიზეზი ტექნიკური ხარვეზი იყო. კომპანიის ინფორმაციით, გარკვეული დროის განმავლობაში მატარებელი მხოლოდ სადგურ „გურამიშვილამდე“ მოძრაობდა.
სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, შეფეხრება 10-15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და ხარვეზი მალევე აღმოიფხვრა.