Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
თბილისის მესამე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იწყება – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მესამე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იწყება

120

29 მაისს, 12:00 საათზე მწერალთა სახლში თბილისის მესამე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელმძღვანელი ია მაქაცარია, მწერალთა სახლის დირექტორი ნატა ლომოური და სხვა მოწვეული სტუმრები უძღვებოდნენ.

თბილისის მესამე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი მწერალთა სახლის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით 29 მაისიდან 2 ივნისამდე გაგრძელდება.

მესამე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში თბილისს ეწვევა 23 ავტორი 17 ქვეყნიდან. ფესტივალის პროგრამა მოიცავს პოეზიის საღამოებს, საჯარო ლექციებს, წიგნის პრეზენტაციებს და პანელ-დისკუსიებს.
თბილისის მესამე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება როგორც მწერალთა სახლში, ასევე გოეთეს ინსტიტუტში, კავკასიურ სახლში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამეფო უბნის თეატრში, ეროვნული ბიბლიოთეკის ღვინის დარბაზში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ფესტივალის განსაკუთრებული სტუმრები არიან გერმანელი ავტორები და გამომცემლები. ქართულ-გერმანული მეგობრობის 2017-18 წლების ფარგლებში, გოეთეს ინსტიტუტი, თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ერთობლივად ჩაატარებენ ქართველი და გერმანელი ავტორების შეხვედრებს, პრეზენტაციებსა და სარეზიდენციო პროგრამებს.

2018 წელს, საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანაა. სწორედ ამ საპასუხისმგებლო მისიის მოსამზადებლად იგეგმება აქტიური თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის. თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ამ პროგრამის ერთგვარ პლატფორმას წარმოადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები