LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი გარდაცვლილი იპოვეს

727
ილია ელოშვილი

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ინფორმაცია ამის შესახებ „ფორტუნას“ თბილისის მერიაში დაუდასტურეს.

ელოშვილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, თბილისის მერის მოადგილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

ილია ელოშვილი 47 წლის იყო, მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა. ელოშვილი თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა, იქამდე  ენერგეტიკის მინისტრი, მანამდე კი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები