“კახა კალაძე არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი, ის არის ძალიან წარმატებული მერი და, რა თქმა უნდა, თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს.” – პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ დედაქალაქის მერის არჩევნებზე მისი კანდიდატურის დასახელება განიხილება, კიდევ ერთხელ ღიად ადასტურებს თბილისის მაჟამინდელი მერის მიმართ მხარდაჭერას და ამბობს, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები დაწყებულია და პარტიის თავმჯდომარე მოგვიანებით კიდევ უფრო მეტს იტყვის.
როგორც თალაკვაძე ამბობს, წინ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია და დარწმუნებულია, რომ დედაქალაქის მერის გამოცდილებას, საზოგადოება საქმით შეაფასებს და მის სამომავლო გეგმებსაც მხარს დაუჭერს:
“როგორც წესი, ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებამდე 2-3 თვით ადრე წარვადგენთ ხოლმე ჩვენი გუნდის კანდიდატს არჩევნებში, ასე მოხდება ახლაც. გთხოვთ, რომ დაველოდოთ მოვლენებს. როგორც იცით, თვითმმართველობის არჩევნები შემოდგომაზე იმართება და ჩვენ აუცილებლად საზოგადოებას წარვუდგენთ ჩვენს კანდიდატებს.
კახა კალაძე არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი, ის არის ძალიან წარმატებული მერი და, რა თქმა უნდა, აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა თვითმმართველობის არჩევნებზე. კონსულტაციები ნამდვილად დაწყებულია, პარტიის თავმჯდომარე ამაზე კიდევ უფრო მეტს გეტყვით. ჩვენ სამზადისი დავიწყეთ თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რაც შეეხება მერობის კანდიდატურას, ჩვენი სურვილი არის და ჩვენი სრული მხარდაჭერა თბილისის მერის არჩევნებში აქვს კახა კალაძეს.
დღეს დედაქალაქის მერმა წარადგინა ურბანული განვითარების მიმართულებით 4- წლიანი ანგარიში, სადაც ჩანს, რომ თბილისი სწორი მიმართულებით ვითარდება. სახეზეა პროგრესი და ურბანული მიმართილებით ძალიან მნიშვნელოვანი ევროპული პროექტები განხორციელდა, რაც ჩვენს დედაქალაქს კიდევ უფრო მიმზიდველსა და კომფორტულს ხდის საცხოვრებლად. რა თქმა უნდა, მან, ასევე, ცალსახად თქვა, რომ ეს არის პროცესი, რაც ნიშნავს იმას, რომ წინ არის ძალიან მნიშვნელოვანი გემები, რომლის განხორციელებასაც ჩვენი გუნდი კახი კალაძის ხელმძღვანელობით შეეცდება მომავალში. წინ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და მე დარწმუნეული ვარ, რომ ჩვენი თანამოქალაქეები საქმით შეაფასებენ დედაქალაქის მერის გამოცდილებას და მის სამომავლო გეგმებსაც დაუჭერენ მხარს.” – თქვა თალაკვაძემ.