Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
თბილისის მერიის კუთვნილმა 42-მა ავტომობილმა ტექნიკური დათვალიერება ვერ გაიარა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერიის კუთვნილმა 42-მა ავტომობილმა ტექნიკური დათვალიერება ვერ გაიარა

78

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, მერიის კუთვნილმა 42-მა ავტომობილმა ტექნიკური დათვალიერება ვერ გაიარა და ისინი მოხმარებიდან იქნება ამოღებული. როგორც კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თუ ახალი ავტომობილების საჭიროება იქნება, ისინი ჰიბრიდული და ელექტრომობილებით უნდა ჩანაცვლდეს.

„პირველი ივლისიდან სახელმწიფო და მუნიციპალური ავტოსატრანსპორტო საშუალებები სავალდებულო ტექნიკურ დათვალიერებას ექვემდებარება. შესაბამისად, თბილისის მერიამ აღნიშნული პროცესი მყისიერად დაიწყო. ჩემი დავალებით ყველა ავტომობილის შემოწმება განხორციელდა. ამ ეტაპისთვის, მერიის კუთვნილი 42 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. მინდა დაგავალოთ, ეს ავტომობილები ამოიღოთ მოხმარებიდან. თუ დამატებითი ავტომობილები გესაჭიროებათ, იზრუნეთ, რომ გვყავდეს ელექტრომობილები და ჰიბრიდული ავტომობილები. მგონია, რომ ტექდათვალიერება, რომელიც მიმდინარეობს, ხელს შეუწყობს გარემოს დაბინძურების პრობლემის აღმოფხვრას,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები