LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერიის ცნობით, წერეთლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად პირველ თებერვალს აღდგება

515
ing (2)

თბილისში, წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად პირველ თებერვალს აღდგება – ამის შესახებ „ფორტუნას“ თბილისის მერიაში განუცხადეს.

„ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო.. განსაკუთრებით მიწის ქვემოთ, საზოგადოებამ საკუთარი თვალით იხილა, როგორი მილებით მიეწოდებოდა წყალი აქ მცხოვრებ ადამიანებს“ – კალაძე წერეთელზე

„როგორც ნათქვამი იყო, წერეთლის გამზირზე საგზაო ნაწილის რეაბილიტაცია იანვრის ბოლოს დასრულდება და 1 თებერვლიდან წერეთლის გამზირზე გადაადგილება ორმხრივად იქნება შესაძლებელი“, – უთხრეს „ფორტუნას“ მერიაში.

„ვნახავთ გადაჭედილ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, გადაჭედილ გაჩერებებს, მაგრამ ეს ყველაფერი დროებით“ – კალაძე წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის შესახებ