როგორი იქნება მოსამართლის გადაწყვეტილება თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ოთხი დაკავებული თანამშრომლის მიმართ – საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს დღეს აღკვეთის ღონისძიება უნდა განუსაზღვროს. პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს, დაკავებულები კი დუმილის უფლებით სარგებლობენ.
თბილისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი კომპანიის თანამშრომლებს ბრალი გუშინ, დღის ბოლოს ოფიციალურად წაუყენეს. ყველა მათგანს ჯგუფურად თაღლითობასა და დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ.