LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერიამ სტუდენტებისათვის სტაჟირების პროგრამა „დაიწყე კარიერა“ დაიწყო

87

თბილისის მერიამ დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის სტაჟირების პროგრამასდაიწყე კარიერადაიწყო. პროგრამის ფარგლებში  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების მეოთხე კურსის სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა გაიარონ 3 თვიანი, არა ანაზღაურებადი პროფესიული პრაქტიკა. პროგრამის ფარგლებში მოხდება დარეგისტრირებული სტუდენტების გადანაწილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებში სტუდენტის განათლების პროფილისა და ორგანიზაციის პროფესიული მიმართულების გათვალისწინებით.  

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისში მოქმედი სახელმწიფო უნივერსიტეტების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს.

სტუდენტების გადარჩევა მოხდება GPA- საფუძველზე, ერთნაირი ქულების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველი  და 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახის წევრ სტუდენტებს.

სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი.

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, უნდა შეავსოთ აპლიკაცია 25 ნოემბრის ჩათვლით 24:00 საათამდე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები