Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
თბილისის მერიამ დასავლეთ საქართველოს მიმართულებით 20 ელექტროდამტენი დაამონტაჟა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერიამ დასავლეთ საქართველოს მიმართულებით 20 ელექტროდამტენი დაამონტაჟა

145
ავტო

თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ქვეყანაში ელექტრომობილების გავრცელებისა და შემოყვანის ხელშეწყობის მიზნებზე ისაუბრა.

„მოგეხსენებათ, ამჟამად ელექტრომობილების მფლობელებს თბილისში ავტომობილების უფასოდ დატენვა 80 ლოკაციაზე შეუძლიათ.  მივიღეთ გადაწყვეტილება, გავცდენოდით დედაქალაქის საზღვრებს – 20 ელექტროდამტენი უკვე დამონტაჟდა და ფუნქციონირებს ოთხ ადგილზე. კერძოდ, ჩქაროსნული მაგისტრალის თერჯოლა-ზესტაფონის მონაკვეთზე გზის ორივე მხარეს ორი სადგური ექვს-ექვსი დამტენით; ერთი სადგური ერთი დამტენით გორის მიმდებარედ, ჩქაროსნული მაგისტრალის დასავლეთის მიმართულებით; ერთი სადგური ოთხი დამტენით ავტომაგისტრალზე ქალაქ ბორჯომის ტერიტორიაზე, ბორჯომი-ბაკურიანი-ახალციხის მიმართულებით. აღნიშნული პროექტი „ვისოლ ჯგუფთან“ ერთად განვახორციელეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, უახლოეს მომავალში თბილისში, ბენზინგასამართი სადგურების მსგავსად, გაჩნდება სივრცე თანამედროვე ინფრასტრუქტურით, სადაც სწრაფი ელექტროდამტენები იქნება განთავსებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები