LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერია უარყოფს, რომ მეტრო „რუსთაველის“ რეაბილიტაციისას ვეფხვის გამოსახულებები შეცვალეს

50914553_10218008877513559_6204803948176474112_o

თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანია, ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. მოსახლეობის ნაწილი წერდა, რომ მეტროსადგურ „რუსთაველის“ რეაბილიტაციის ფარგლებში, სპილენძისგან დამზადებული ვეფხვის გამოსახულებები ჩამოიხსნა და მისი ასლებით ჩანაცვლდა.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება.

“გასული წლის დეკემბერში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ვეფხვის გამოსახულებიანი კონსტრუქცია მისი შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით, დროებით ჩამოხსნა. სამუშაოების დროს, გამოიცვალა დამცავი ბადე, ხოლო თავად ალუმინის მასალისგან დამზადებული კონსტრუქცია გაიწმინდა და დაიფერა.

ვეფხვის გამოსახულების რესტავრირება საპროექტო დედანის ნახაზების მიხედვით ჩატარდა.

აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, სტილიზებული გამოსახულებები იმავე ადგილას, მეტროსადგურის ქვედა ვესტიბიულის კოლონებზე დამონტაჟდა,” – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ირაკლი ფიფიამ გუშინ დაწერა, რომ რუსთაველის მეტროში განხორციელებული რეაბილიტაცია კრიტიკას ვერ უძლებს.

“ეს ორგანიზებული დანაშაულია! 
რუსთაველის მეტროში განხორციელებული “რესტავრაცია” ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს! აღნიშნული მეტროსადგური 1966 წლის იანვარში გაიხსნა. მისი არქიტექტორები კალანდაღიშვილი და ჯანელიძე იყვნენ. სტილი კარგად ნაცნობი მონუმენტალიზმი; (თუმცა კონსტრუქტივიზმის და 70-იანებს დასაწყისის ესთეტიკაც იგრძნობა.) სადგური გამოირჩეოდა იმით, რომ მის ინტერიერი სრულად იყო მორგებული თემაზე. სპეციალურად ვეფხისტყაოსნის თემატიკით გაჯერებული დეტალები სადგურს განსაკუთრებულ პეწს მატებდა. დღეს ეს უკვე წარსულია…
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დროსთან ერთად ინტერიერში არსებული მორთულობა სადგურში სულ უფრო და უფრო ღარიბდებოდა. ჯერ იყო და ექსკალაროტის განათება გაქრა, შემდეგ სპეციალურად ამ სადგურისათვის შექმნილი ლომებიანი სკამები, ახლა კი ბოლო ნაწილზე ვართ გადასულები: 2018 დეკემბრის დასაწყისში სპილენძისაგან ჩამოსხმული ერთიანი ვეფხვის სტილიზებულიგამოსახულებიანი საჰაერო ცხაურები ჩამოიხსნა. უკვე იანვრის დასაწყისში საკმაო უკმაყოფილება იყო საზოგადოებაში რაც სხვადასხვა სოციალური მედიითაც გაჟღერდა. 
იანვრის შუა რიცხვებში “ცხაურები დააბრუნეს” რასაც მეც დიდი სიხარულით შევეგებე. თუმცა პირველივე შეხედვისასაც აშკარა იყო, რომ “რესტავრაცია” არ იყო მათი ჩამოხსნის მიზეზი. დღეს უფრო საგულდაგულოდ შევათვალიერე და აშკარაა, რომ საბჭოთა პერიოდის სპილენძის ცხაურები მისმა “თანამედროვე ასლებმა” ჩაანაცვლეს. რაც ყველაზე მთავარია, დაიკარგა ერთანი ესთეტიკის შეგრძნება. ვეფხვის სტილიზებული გამოსახულება ჩარჩოს სპეციალური მინიმალისტური ორნამენტული დეკორით უკავშირდებოდა, რაც შესაძლებლობას იძლეოდა რომ ცხაურის მარტივი მექანიკური ჩადგმით, მთელი კონსტრუქცია მყარად მიმაგრებულიყო სვეტებზე. დღეს ეს სფერული დეკორები დაკარგულია და ჩარჩო და ანიმალისტური გამოსახულება ერთმანეთსაა დაცილებული, ამიტომაც საჭირო გახდა, რომ ვეფხვის გამოსახულების ასლი მეტალის ბადეზე ალუმინის ჭანჭიკებით დაემაგრებინათ. 
აღნიშნული “რესტავრაცია” სინამდვილეში უფრო ორგანიზებულ ქურდობას გავს და არა რესტავრაციას. 
საინტერესოა, რა აზრისაა ამაზე მეტროს ადმინისტრაცია და ამ “რესტავრაციის” დასრულებისას ვინ მოაწერა მიღება-ჩაბარების აქტს ხელი?!” – წერდა ირაკლი ფიფია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები