LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერია ტაქსების რეგულირებას იწყებს

47

თბილისის მერია ტაქსების რეგულირებას იწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთბის კიდევ ერთი სიახლე არის ტაქსების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და ეტაპობრივად გარკვეული სტანდარტების დაწესება. თბილისის მოსახლეობა და დედაქალის სტუმრები ხარისხიან, უსაფრთხო და კომფორტულ სერვისს იმსახურებენ, ამიტომ ამ სერვისის ეტაპობრივად გაუმჯობესებას ჩვენ ხელს შევუწყობთ.

ამჟამად ჩვენ ვმუშაობთ სამართლებრივი საფუძველების შექმნაზე იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტმა ტაქსის სერვისს განხორციელების ნებართვა გასცეს. ეს იქნება სავალდებულო რეგისტრაცია, რადგან ტაქსის სერვისის განვითარება ეტაპობროვად იმგვარად განხორციელდეს, რომ ამ საქმიანობით დაკავებულ მოქალაქეებს მძიმე ტვირთად არ დააწვეს,“ – აღნიშნა კალაძემ